აღჭურვილობა - Hornval გთავაზობთ საინტერესო და მოსახერხებელ გადაწყვეტილებებს თქვენი სახლისა და ფირმისათვის.

აღჭურვილობა

დამუშავების სისტემა ECO+ ძირითადად გამოიყენება საცხოვრებელი სახლის აღჭურვილობისათვის. დამუშავება ხდება პროფესიონალურ, სრულად ავტომატური ჩარხების გამოყენებით, რაც იძლევა დეტალების 100%-ით იდენტურ ფორმას.

hornval niemiecka jakość

სახურავის გადაბმისა და კუთხის შეერთება

სახურავის გადაბმისა და კუთხის შემაერთებლები იცავს სახურავის გადაბმას ნალექის ჩასვლისაგან. იცავს ასევე სახურავს სხვა გარემო პირობებისაგან, რომლებმაც შეიძლება შეაღწიოს სახურავის ქვეშ.

სახურავის გადაბმის შეერთება

სწორი შემაერთებელი

გადაბმის კუთხე

სწორი გადაბმის კუთხე

დაქანებული ჟოლობი

დაქანებული ჟოლობების მონტაჟი ხდება სახურავის ზედაპირების შეერთების ადგილებში. ეს ადგილი ყველაზე მეტად იტვირთება წვიმის წყლითა და თოვლით. აღნიშნული დეტალები აღჭურვილია შესაბამისი სოლებით, რომლებიც უზრუნველყოფს სწორ ვენტილაციასა და ნალექის აორთქლებას.

პატარა დაქანებული ჟოლობი

დიდი დაქანებული ჟოლობი

ჟოლობის პანელები

ჟოლობის ქვედა პანელი მონტაჟდება შენობის შუბლის ფიცარზე. ესთეტიური მხარის გარდა ის იცავს შუბლის ფიცარს ნესტისაგან.
ჟოლობის ზედა პანელი
იცავს სახურავის რქებსა და შენობის კედელს წყლისა და თოვლისაგან. ხელს უშლის კედლის დანესტიანებასა და ფასადის დაზიანებას.

ჟოლობის ქვედა პანელი

ჟოლობის ზედა პანელი

დანარჩენი ელემენტები

ქვედა ქარსაცავი

ქვედა ქარსაცავი წარმოადგენს ზედა ქარსაცავის დანამატს, ანუ თუ სახურავის გვერდითა წიბო არის 10 სმ-ზე განიერი, ვიყენებთ ქვედა ქარსაცავს, რომელსაც ვამონტაჟებთ ზედა ქარსაცავის ქვეშ, რათა სრულად დაიფაროს სახურავის გვერდითა ფიცარი ან სტრაფილი.

ზედა ქარსაცავი

ზედა ქარსაცავი სახურავის ფენაზე გადადის დაახლოვებით ათი სანტიმეტრით, მეორე მხრიდან კი ფარავს სახურავის წიბოს. მის ფუნქციას წარმოადგენს სახურავის გვერდითა წიბოს დაცვა ქარისა და ნალექისაგან.

შემაერთებელი

შემაერთებელის მონტაჟი ხდება სხვადასხვა დეტალების შეერთების ადგილზე. სახურავის სტრაფილების კონსტრუქცია სულ მუშაობს - ამიტომ არსებობს ორ ელემენტიანი მოსაპირკეთებელი პანელების მონტაჟის აუცილებლობა, სადაც ერთი ელემენტი მაგრდება სახურავის ზედაპირზე, ხოლო დამატებითი დამცავი პანელი კედელზე.

თოვლის ჯებირები

თოვლის ჯებირები და თოვლის დამჭერები იცავს ჟოლობს სახურავიდან ჩამოცურებული თოვლით დაზიანებისაგან. ეს ელემენტები ხელს უშლის ასევე სახურავიდან თოვლის ჩამოზვავებას.

სახურავის აქსესუარები

სახურავის სილიკონი

მისი გამოყენება ხდება თუნუქის ისეთი ელემენტების მონტაჟისათვის, როგორიცაა: ჟოლობები, ჩამომშვები მილები, თუთიით დაფარული თუნუქი, რკინა, უჟანგავი ფოლადი, ალუმინი და დამცავი საფარის მქონე რკინა. მისი რეკომენდაცია მოხდა ყველაზე გამოცდილი ხელოსნების მიერაც კი.

სახურავის ლენტი

მისი გამოყენება ხდება თუნუქს დეტალების შეერთების ადგილების ჰერმეტული დახშობის მიზნით ჟოლობებზე, მუხლებზე, გამწოვებზე, სახურავის გამჭვირვალე პანელებზე, საკვამურებზე, ვენტილაციაზე და სახურავის ფანჯრებზე. აღნიშნული ლენტი უზრუნველყოფს ხანგრძლივ საიმედოობას და ატმოსფერული ნალექის მიმართ გამძლეობას.

სახურავის ცელოფანი

არის სახურავის კონსტრუქციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. უზრუნველყოფს თერმულ იზოლაციას და აკავებს ნალექს. სახურავის ცელოფანი ატარებს ორთქლს (შიგნიდან გარეთ ატარებს ორთქლს).
გამტარობა: 3000გ/მ2/24სთ.

მუხლის ლენტი

სავენტილაციო ერთ ფენოვანი ლენტი გამოიყენება, როგორც სავენტილაციო-მაგერმეტიზირებელი ელემენტი ვერტიკალურ და დახრილ მუხლებზე. დამზადებულია პროფილირებული ალუმინის თუნუქისაგან, პოლიესტერის თერმულად გამაგრების უნარის მქონე ქსობილისაგან და წებოვანი ლენტისაგან. იცავს სახურავის ზედაპირს მუხლის მხრიდან მოხვედრილი წყლისგან, თოვლისგან, ნესტისგან და მტვრისგან.

სოლისებრი საფენი

წებოვანი საფენები დამზადებულია სამონტაჟო ან გამფილტრავი ქაფისაგან. აკავებს მტვერს, ჭუჭყს და სიბინძურეს სახურავის ზედაპირის ქვეშ შეღწევისაგან. ის აკავებს ასევე თოვლს. მისი გამოყენება ხდება დახრილ ჟოლობებზე, ფასადის პანელებზე, სახურავის ფანჯრებზე და მუხლებზე.

პროფილირებული საფენები

გათვლილია სახურავის სწორ და პროფილირებულ თუნუქზე.

შურუპი საფენით

გამოიყენება სახურავის თუნუქის ელემენტების დასამონტაჟებლად.
შურუპზე დამონტაჟებული რეზინის საფენი უძლებს ატმოსფერულ ზემოქმედებას და უზრუნველყოფს კონსტრუქციის ჰერმეტულობას.

სავენტილაციო საკვამურები

სავენტილაციო საკვამურები უზრუნველყოფს ვენტილაციას სახურავის საფარის ქვეშ. ხელმისაწვდომია იზოლირებული და არაიზოლირებული ვერსია. მათი გამოყენება შეიძლება Hornval-ის წარმოებული სახურავის ნებისმიერ მასალასთან ერთად.

ამოსავსები საღებავი

გამოიყენება მასალის ზედაპირზე არსებული ნაკაწერებისა და სხვას სახის დაზიანებების შესაკეთებლად, რომლებიც წარმოიქმნა მაგ: ტრანსპორტირების ან სახურავზე ატანის დროს. საღებავი ხელმისაწვდომია სპრეის სახით ან კონტეინერებში.

გამჭვირვალე პანელები S18/S35

პოლიმერისაგან დამზადებული და შუშის ბოჭკოებით გამაგრებული გამჭვირვალე პანელები Hornval იდეალურია საწარმო დარბაზების გასანათებლად. მუშა ტემპერატურა -40˚C – +120˚C გაძლევთ გარანტიას, რომ ეს პანელები იდეალურად იმუშავებს ლითონის პროფილირებულ პანელებთან ერთად და არ შეიცვლის ფორმას ტემპერატურის ცვლილების გამო.

NON AQUA

კონდენსატის საწინააღმდეგო ბარიერი NON AQUA ჭრის შენობების შიგნით წყლის ორთქლის კონდენსირების პრობლემებს. აღნიშნული საფარის გამოყენება მასალის ქვედა მხარეს იწვევს ნესტის შეკავებას სპეციალური მემბრანის „ღარში“. ამის წყალობით წყალი არ წვეთავს და არ აზიანებს სახურავის ქვეშ მყოფ მასალას.

გჭირდება რაიმე დამატებით?

კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით Hornval-მა დანერგა არასტანდარტული დეტალების წარმოება. ვამზადებთ თუნუქის მოსაპირკეთებელ ელემენტებს, რომლებიც მონტაჟდება საწარმო ობიექტების ფასადზე (საწარმო დარბაზები, სავაჭრო სახლები, მაღაზიები, ავტომობილის სალონები, ბენზინის გასამართი სადგურები). შეგვიძლია დავამზადოთ მაქსიმუმ 6 მ სიგრძისა და 0,75 მმ სისქის პანელები ჩვენი ან კლიენტის მიერ მოწოდებული მასალით. ყველა წინადადება განიხილება ინდივიდუალურად, ხოლო ფასი დამოკიდებულია პანელების სიგანესა და ოდენობაზე. შეფასებას ახდენს ტექნიკურ-საფინანსო კონსულტანტი მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ელ-ფოსტაზე ან ფაქსზე შეკითხვას ტექნიკურ ნახატთან ერთად. პასუხის გაცემა ხდება იმავე დღეს, ხოლო რეალიზაციის დრო არ აღემატება 7 დღეს. განსაკუთრებულ სიტუაციებში შეგვიძლია ეს დრო შევამციროთ 1 დღემდე.

ეძებ რაიმეს განსხვავებულს?


იხილე სხვა წინადადებებიც: