ჩვენს შესახებ - Hornval გთავაზობთ საინტერესო და მოსახერხებელ გადაწყვეტილებებს თქვენი სახლისა და ფირმისათვის.

ვმუშაობთ თქვენთვის

ჩვენს მისიას წარმოადგენს თქვენი საკუთარი კუთხის შექმნა დედამიწაზე. გვინდა, რომ ამ კუთხეში თავი იგრძნოთ მაქსიმალურად კომფორტულად. გვინდა, რომ თავს  გრძნობდეთ კარგად და უსაფრთხოდ. თუ აირჩევთ Hornval-ს იქნებით დარწმუნებული, რომ ეს არის ოპტიმალური არჩევანი და არა კომპრომისი.

Hornval-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის ქვეყნებში. ვამაყობთ, რომ ჩვენმა ინოვაციურმა და კრეატიულმა მიდგომამ დარგის მიმართ აღიარება ჰპოვა ძალზედ მომთხოვნი ევროპის ბაზარზე.

სახლი, კომპანია
და მიმდებარე ტერიტორია

ვმუშაობთ სამ სექტორში: სახურავის მასალა, ჟოლობის სისტემები თქვენი სახლის ან კომპანიისთვის, სახურავისა და ფასადის თუნუქი თქვენი ბიზნესისათვის, მცირე არქიტექტურა, რომელიც სასიამოვნოს გახდის ხალხისათვის თქვენი სახლის ან კომპანიის ვიზუალს.

უსაფრთხო
ტრანსპორტირება

სასახურავე მასალის  უსაფრთხო ტრანსპორტირება ძალზედ მნიშვნელოვანია. ერთი ადგილიდან მეორეზე ტრანსპორტირების დროს პროდუქტი შეიძლება დაზიანდეს, დაიკაწროს. მნიშვნელოვანია პროდუქტის მიღებისას ყურადღება მიაქციოთ ხარისხს. ზოგჯერ საჭირო ხდება ტრანპორტირებისას დაზიანებული სახურავის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურების. ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ დაცული და ხარისხიანი სახურავი.

Hornval you must have!

უწყვეტი
სწრაფვა განვითარებისაკენ

ჩვენი სპეციალისტები განუწყვეტლივ მუშაობენ თქვენი სახლის, ბაღის ან კომპანიის სულ ახალი აღჭურვილობის შესაქმნელად. ყოველწლიურად წარმოებაში ვუშვებთ ინოვაციურ პროდუქციას.  უხვი ნალექსიდან თქვენი სახლის დასაცავად,  შევქმენით უფრო ღრმა ნაპირების მქონე ჟოლობის მილები, რაც იძლევა წვიმის წყლის გატანის უფრო ეფექტურ შესაძლებლობას. ჩვენს მიერ წარმოებული მასალა იქმნება მოდულური პრინციპით რაც ამცირებს არა მარტო ტრანსპორტისა და მონტაჟის ხარჯებს, არამედ სახურავის შეკეთებისა და განახლების ხარჯებსაც.

პროდუქტის კლასები

Standard

STANDARD-ის კლასის თუნუქი ანტიკოროზიული საფარით შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ეკონომიური ვარიანტი. ამ პროდუქტს ახასიათებს მაღალი გამძლეობა დაბალ ფასთან ერთად. რეკომენდაციას ვუწევთ საწარმო დანიშნულების შენობებისა, ავტოფარეხებისა და ღია კონსტრუქციების გადასახურ მასალად.

Super

25 წლიანი გარანტიით დაცული SUPER-ის კლასის თუნუქი გამოიყენება დამატებითი გამძლეობისა და ხარისხის მქონე პროდუქტის დასამზადებლად. რეკომენდაციას ვუწევთ მათ გამოყენებას სტანდარტული მშენებლობის დროს. ეფექტურად უძლებს ძლიერი ატმოსფერულ ზემოქმედებას. SUPER-ის კლასის თუნუქი დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადით, რომელიც დაფარულია გამძლე ანტიკოროზიული საფარით და გალამაზებულია დეკორაციული ლაქით.

Super PLUS

რით გამოირჩევა აღნიშნული კლასი? იქიდან გამომდინარე SUPER PLUS-ის კლასის თუნუქის სისქე შეადგენს 0,50 მილიმეტრს დადებითი დაშვებით — ეს კი ამ სეგმენტში ბაზარზე არსებული ყველაზე სქელი თუნუქია, ის არის ძალზედ მყარი და სტაბილური.

De Luxe

DE LUXE კლასის თუნუქი წარმოადგენს უმაღლესი ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებულ მასალას. DE LUXE-ის თუნუქს ახასიათებს ძალზედ მაღალი გამძლეობა და გააჩნია  შეუდარებელი ესთეტიური მხარე.

კლასი 0,7

კლასი 0,7 წარმოადგენს საწარმო დანიშნულების მქონე უმაღლესი კლასის თუნუქს. აღნიშნული კლასის გამოყენება რეკომენდირებულია ფასადზე დასამონტაჟებელი, 0,7 მმ სისქის მქონე დეტალებისათვის.

თუთია

კლას თუთიას მიეკუთვნება ორი პროდუქტი: თუთიით დაფარული თუნუქი და თუნუქი ალუმინ-თუთიის ფენით. ორივე მასალა გამოიყენება სახურავის პროფილირებული პანელების დასამზადებლად. ალუმინ-თუთიის საფარი ხასიათდება განსაკუთრებული გამძლეობით ატმოსფერული პირობების მიმართ.

Long Version

კლას Long Version-ს მიეკუთვნება ზომაზე დაჭრილი პროდუქცია. სახურავის პანელებს შესაძლოა ჰქონდეთ მაქსიმუმ 10 მეტრის სიგრძე.

Module Version

კლასი Module Version წარმოადგენს მოდულური ტიპის თუნუქს, რომელიც შედგება პროფილირებული ერთი ან ორი მოდულისაგან. ამის წყალობით მინიმუმამდეა დაყვანილი მონტაჟის დროს  ნარჩენების ოდენობა. უფრო ადვილია ასევე მოდულური დეტალების ტრანსპორტირება და დასაწყობება (ხშირად მთელი სახურავი ეტევა ერთ ევროპალეტზე). უფრო ადვილია მოდულური მასალისაგან სახურავის დამზადება (არ არის საჭირო გრძელი პანელების სახურავზე ატანა, რაც დაზიანების რისკებთანაა დაკავშირებული) შემდგომ კი მისი შეკეთება.

NON AQUA

კონდენსატის საწინააღმდეგო ბარიერი NON AQUA ჭრის შენობების შიგნით წყლის ორთქლის კონდენსირების პრობლემებს. აღნიშნული საფარის გამოყენება მასალის ქვედა მხარეს იწვევს ნესტის შეკავებას სპეციალური მემბრანის „ღარში“. ამის წყალობით წყალი არ წვეთავს და არ აზიანებს სახურავის ქვეშ მყოფ მასალას. ნესტის შეკავება ხდება მანამ სანამ ატმოსფერულ პირობებში შესაძლოა ცვრის წარმოქმნა. ამის შემდგომ წყალი ორთქლდება და იქცევა უბრალო ნესტად. კონდენსატის საწინააღმდეგო ბარიერი NON AQUA წებოვანი მემბრანა, რომელიც თუნუქს ეკვრება დაპროფილების დროს.